რუსთავის ცხელების ცენტრის 19 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ადგილობრივმა სპეციალისტებმა ლუგარის ლაბორატორიაში საკვლევი მასალები გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი. 14 პაციენტიდან, რვა ამსტერდამიდან ჩამოსული მოქალაქე იყო,რომლებიც ცხელების ცენტრში აეროპორტიდან გადმოიყვანეს, შესაბამისად ,ამ ეტაპზე, ისინი საკარანტინო სივრცეებში გადაინაცვლებენ.
სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის 5 პაციენტია მოთავსებული. ყველა მათგანს კორონავირუსზე 24 საათის განმავლობაში გამოიკვლევენ.