რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტების ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია

რუსთავის ცხელების ცენტრის შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. საკვლევი მასალები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გადაიგზავნა და პასუხები დღეს გახდა ცნობილი.

ამ დროისთვის ცენტრში 6 პაციენტია მოთავსებული,რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ და პასუხები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.