რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტების ტესტის პასუხები კორონავირუსზე ცნობილია

 რუსთავის ცხელების ცენტრის ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ადგილობრივმა სპეციალისტებმა ლუგარის ლაბორატორიაში საკვლევი მასალები გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი.

ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის ოთხი ახალი პაციენტია მოთავსებული. ყველა მათგანს კორონავირუსზე 24 საათის განმავლობაში გამოიკვლევენ.