რუსთავის ცხელების ცენტრში გამოკვლეულ 5 პაციენტს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა – ადგილობრივმა მედიკოსებმა მათი ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი.
როგორც ცხელების ცენტრში TV4-ს განუცხადეს, პაციენტები ნაწილი კლინიკიდან უკვე გაწერეს, ნაწილი კი სხვადასხვა განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.
მედიკოსების ცნობითვე, ამ დროისთვის ცხელების ცენტრში კიდევ 3 პაციენტია მოთავსებული და მათ კორონავირუსზე დღის განმავლობაში გამოიკვლევენ. ადგილობრივი მედიკოსები მათ ბიოლოგიურ ნიმუშს ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.