რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტების ტესტის პასუხი COVID19-ზე ცნობილია

რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებული 5 პაციენტის ტესტის პასუხი “კოვიდ19”-ზე უარყოფითია, – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.

პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი. ცხელების ცენტრის ხუთივე პაციენტის შემთხვევაში კორონავირუსზე ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა.

როგორც TV4-ს ცენტრში განუცხადეს, ამ დროისათვის ცხელების ცენტრში ერთი ახალი პაციენტია მოთავსებული. პაციენტს სპეციალისტმა ტესტი კორონავირუსზე უკვე ჩაუტარეს და მას დღის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.