რუსთავის ცხელების ცენტრის რვა პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია

 რუსთავის ცხელების ცენტრის  პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ადგილობრივმა სპეციალისტებმა ლუგარის ლაბორატორიაში რვა პაციენტის საკვლევი მასალები გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი.

როგორც ცხელების ცენტრში Tv4-ს განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ სამი პაციენტი შეიყვანეს,რომლებსაც 24 საათის განმავლობაში ეპიდემიოლოგები გამოიკვლევენ.