რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებული სამი პაციენტის ტესტის პასუხი “კოვიდ19”-ზე უარყოფითია, – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი. ცხელების ცენტრის სამივე პაციენტის შემთხვევაში ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა. ეპიდემიოლოგი მაია რაზმაძის ინფორმაციით, სამივე პაციენტი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.
მისივე თქმით, დღეს ცენტრში ხუთი ახალი პაციენტი ჰყავთ. აქედან ერთი მარნეულიდან არის შემოყვანილი, ხოლო დანარჩენი ოთხი პაციენტი რუსთაველია. სპეციალისტები ახალ პაციენტებს ტესტს კორონავირუსზე დღის განმავლობაში ჩაუტარებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.