რუსთავის ცხელების ცენტრში COVID-19-ზე ხუთი პაციენტის პასუხს ელოდებიან

რუსთავის ცხელების ცენტრში COVID-19-ზე ხუთი პაციენტის პასუხს ელოდებიან. როგორს TV4-ს რუსთავის ცხელების ცენტრში განუცხადეს,  ცენტრში მოთავსებული ხუთი პაციენტიდან ერთი უცხოეთის მოქალაქეა. ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, ის სატვირთოს მძღოლია და ქვეყანაში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

მაია რაზმაძის ცნობით, დანარჩენი 4 პაციენტი რუსთავის მაცხოვრებლები არიან. მისივე თქმით, ხუთივე მათგანს ტესტი კორონავირუსზე უკვე ჩაუტარეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს. ტესტების პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.