რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტს COVID19 დაუდასტურდა 

რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტს კოვიდ19 დაუდასტურდა ამის შესახებ  “TV4-ს”  ცხელების ცენტრში დაუდასტურეს.

პაციენტი უცხოეთის მოქალაქეა და ის აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 

რუსთავის ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგ მაია რაზმაძის ცნობით, მამაკაცი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება ცხელების ცენტრში მოთავსებულ კიდევ 4 ადამიანს, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.

რუსთავის ცხელების ცენტრში ამ დროისათვის 4 პაციენტია მოთავსებული. მათგან 2 საქართველოს მოქალაქე სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომლებიც უცხოეთიდან არიან შემოსულები.  მათ ტესტს კოვიდ19 ადგილობრივი სპეციალისტები აუღებენ. პასუხები პროტოკოლის თანახმად, 24 საათში გახდება ცნობილი.