რუსთავის ცხელების ცენტრის 6 პაციენტს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა – ამის შესახებ tv4-ს რუსთავის ცხელების ცენტრში განუცხადეს. პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და COVID-19 არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.
როგორც ცხელების ცენტრში განაცხადეს, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს. სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის კიდევ 2 ახალი პაციენტი იმყოფება, რომლებსაც კორონავირუსზე გამოიკვლევენ. პაციენტები რუსთავის მაცხოვრებლები არიან.