რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების ნაწილმა მოძრაობა შეაჩერა. გაჩერებულია ე.წ 96 სამარშუტო ხაზი,რომელიც დიდუბის მიმართულებით მოძრაობს.
როგორც ტრანსპორტის პროფკავშირების თავმდჯომარემ Tv4-ს განუცხადა, მძღოლებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
“მძღოლებსა და კომპანაიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მუშაობა თვითნებურად აქვს შეჩერებული ერთ ხაზს. საკითხი არის ყოველდღიური შენატანი, მძღოლები კომპანიისთვის ყოველდღური შესატანი თანხის დაწევას ითხოვენ”-განაცხადა ლავრენტი ალანიამ
“გიდასტურებთ ,რომ ძველი რუსთავიდან თბილისში, დიდუბის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა ამ ეტაპზე შეფერხებულია. ე.წ 96 სამარშრუტო ხაზზე დასაქმებულმა მძღოლებმა მუშაობა თვითნებურად შეაჩერეს. მგზავრებს დიდუბის მიმართულებით გადაადგილება ახალი რუსთავიდან, კერძოდ თოდრიის გამზირიდან შეუძლიათ”-განუცხადეს Tv4-ს კომპანია “ინტერტრანსში”