რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა ე.წ ალდაგის მიკროავტობუსებმა მუშაობა შეაჩერა

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა მუშაობა შეაჩერა. კომპანია “ინტერსტრანსის” მიკროავტობუსების მძღოლები აცხადებენ, რომ ისინი ყოველდღიური შენატანის რაოდენობის დაკლებას ითხოვენ, რასაც კომპანია არ თანხმდება. მათივე ცნობით, კომპანიისგან მიკროავტობუსების გაჩერების მოთხოვნა მიიღეს. 

როგორც მძღოლები tv4-თან აცხადებენ, ყოველდღიურად კომპანიაში 55 ლარის შეტანა უწევთ,თუმც მათი თქმით, მგზავრთა ნაკადის სიმცირს გამო, 40 ლარზე მეტის გადახდას ვერ ახერხებენ. 

​მოგვაინებით, კომპანია “ინტერტრანსმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა.,რომელსაც tv4 უცვლელად გთავაზობთ. 

„მოგახსენებთ, რომ ზაფხულის პერიოდში მგზავრთა სიმცირის გამო, მძღოლები ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან. რაც შეეხება „ალდაგის“ სამარშრუტო ხაზზე დასაქმებული მძღოლების ნაწილის მოთხოვნას გეგმური შენატანის დაკლებასთან დაკავშირებით, ორი დღის წინ, კომპანიასა და მძღოლებს შორის შედგა შეთანხმება. კომპანია „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელობა დათანხმდა იმ მოთხოვნას, რაც მძღოლებს ჰქონდათ დღიურ გეგმასთან დაკავშირებით. დღეს კი, მათ გადასახადის გადახდაზე უარი განაცხადეს. კომპანიამ რამდენჯერმე სიტყვიერად გააფრთხილა ისინი, დაწესებული გადასახადი გადაეხადათ, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ხაზზე მომუშავე რამდენიმე მიკროავტობუსის გაჩერების შესახებ. არც ერთი მძღოლი არ არის გათავისუფლებული სამსახურიდან. რაც შეეხება მგზავრებს, მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნებათ, რადგან სხვა მარშრუტებზე მიკროავტობუსების რაოდენობა გაზრდილია“, – ნათქვამია განცხადებაში.