ე.წ ალდაგის სამარშრუტო ხაზის მიკროავტობუსები არ მუშაობს

 რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების ნაწილი კვლავ გაჩერებულია. ე.წ ალდაგის ხაზი (აჭარის მიმართულებით) კომპანია “ინტერტრანსის” გადაწყვეტილების შესაბამისად, მეორე დღეა გაჩერებულია.

 ცნობისთვის, მძღოლები კომპანიას ყოველდღიური შენატანის რაოდენობის დაკლებას სთხოვენ,რასაც “ინტერტრანსი” არ თანხმდება. როგორც ცნობილია, მძღოლებმა კომპანიას ყოველდღიური შენატანი, 55 ლარი უნდა გადაუხადონ,თუმცა მძღოლების ცნობით ისინი 40 ლარზე მეტის გადახდას ვერ ახერხებენ. 

კომპანიამ ალდაგის სამარშრუტო ხაზის შეჩერებასთან დაკავშირებით, განცხადება გუშინ გაავრცელა.