ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე, N2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც Tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპული შუახნის მამაკაცია.
Tv4-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში TV4-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.