რუსთავში თანამედროვე LED განათებების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

რუსთავში თანამედროვე LED განათებების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

ენეგროეფექტური გარე განათებების მონტაჟი ქალაქში მესამე წელია ეტაპობრივად მიმდინარეობს და სამუშაოებს “რუსთავსერვისცენტრი” ახორციელებს.

ამ ეტაპზე გარე განათებების განახლების სამუშაოები რუსთავის მარცხენა  სანაპიროზე მიმდინარეობს.

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ინფორმაციით, LED განათებები მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა და ეკონომიურია.

სამუშაოები  აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.