რუსთავში კორონავირუსზე PCR ტესტების ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება

დღეიდან რუსთავში კორონავირუსზე PCR ტესტების ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება.ამის შესახებ TV4-ს ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტებს ადგილობრივი სპეციალისტები ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს აუღებენ, PCR ტესტებს ვირუსზე გამოსაკვლევად ​მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორიაში წაიღებენ.

” ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლე გვაქვს ქალაქში. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრთან  დავამყარეთ მჭიდრო ურთიერთთანამშროლობის კონტაქტი,.მათ აქვთ მძლავრი მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია, სადაც პსრ ტესტით კეთდება დიაგნოსტირება. მათ გაკეთებული აქვთ განაცხადი დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ანუ ჩვენ შეგვიძლია დამხმარე საშუალებად გვქონდეს ადგილობრივი ლაბორატორია, რაც გაცილებით უფრო კომფორტული არის როგორც პაციენტებისთვის, ცხელების ცენტრში მოთავსებული  ადამიანისთვის, ასევე, ჩვენთვისაც. დილით თავისი ტრანსპორტით მოვლენ, აღებულ ნიმუშებს წაიღებენ და პასუხებს დროის ნაკლებ მონაკვეთში მოგვაწოდებენ. შესაბამისად პაციენტებსაც ნაკლები დროიტ მოუწევთ ცხელების ცენტრში დაყოვნება”,- განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.