რუსთავში ლიფტში ბავშვი გაიჭედა

რუსთავში მე-15 მიკრორაიონის N13-ში სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. TV4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სადარბაზოს ლიფტში ბავშვი გაიჭედა. 

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ბავშვი ლიფტიდან უკვე გამოიყვანეს. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა TV4-ს განუცხადეს, ის თავს კარგად გრძნობს.

UPDATE: ბავშვის ლიფტიდან გამოყვანის გამო, დროებით კორპუსში ელექტროენერგია გათიშეს, რის გამოც ამავე საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სადარბაზოს ლიფტში გოგონა გაიჭედა.