მეგობრობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა,რომელიც მოპედს მართავდა კრიტიკულად მძიმეა.
ამ დროისთვის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ ორივე პაციენტს, ექიმების ცნობით, თავის ტვინის დაზიანებები აღენიშნებათ.
რაც შეეხება შუახნის ქალს,რომელიც ზებრა გადასასვლელზე ქვეითად გადაადგილდებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე და ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.
ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის N2-ში მოხდა.