ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მეგობრობის გამზირზე. Tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, მოპედი ქვეითს დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლის ცნობით, ის ზებრა გადასასვლელზე ფეხითმოსიარულე ქალს გზას უთმოდა, რა დროსაც მას მოპედი მსუბუქად შეეჯახა და შემდეგ ასევე, მოპედი ქალს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი და მოპედის მძღოლი სასწრაფოს ბრიგადებმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
update: პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,ხოლო მეორის საშუალო სიმძიმისაა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ტვ4-ს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.