კოვიდინფიცირებულ რუსთაველ ექთანთან კონტაქტში მყოფ 9 პირს კოვიდ19 არ დაუდასტურდა

რუსთავში მცხოვრებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფი 9 პირი გამოიკვლიეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად  კოვიდ19 არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. 

ტესტები კოვიდ19-ზე ინფიცირებული პაციენტის კონტაქტებს გუშინ აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. პასუხები დღეს გახდა ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების სულ 10 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 9 გამოჯანმრთელებულია, მე-10 შემთხვევა გუშინ დაუდასტურდა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდას, რომელიც რუსთავში ცხოვრობს.