რუსთავში პირველი „დრაივ ინ“ კინოთეატრი გაიხსნა. ფილმის ჩვენება ფიროსმანის ქუჩაზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო.
ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი კინოჩვენება საქველმოქმედო ხასიათისაა და ის 7 წლის რუსთაველი ნატალის დასახმარებლად გაიმართა, რომელსაც უმძიმესი დიაგნოზი ოსტეოგენული სარკომა დაუდგინდა. დღეს აქ მაყურებლებმა ქართული ფილმი “ბურთი და მოედანი” იხილეს.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, კინოჩვენებები რეგულარული ხასიათის იქნება. ჩვენებები ყოველ საღამოს, 21:00 საათზე, ამავე ლოკაციაზე, რუსთავის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.
ტერიტორია 20-30 ავტომობილისთვისაა გათვლილი და ბილეთის ღირებულება 10 ლარს შეადგენს.