რუსთავში ტაქსის კომპანია “მაქსიმის” მძღოლები გაიფიცნენ

 რუსთავში ტაქსის კომპანია “მაქსიმის” მძღოლები გაიფიცნენ და მუშაობა შეწყვიტეს.

როგორც მძღოლები  tv4-თან საუბრის დროს აცხადებენ, კომპანიის მხრიდან შესაბამისის დოკუმენტაციის გაუცემლობის გამო, მათ მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამით ვერ ისარგებლეს და ერთჯერადი 300 ლარიანი  დახმარება არ მიუღიათ.

ამასთან,მძღლების ინფორმაციით, კომპანიაში მგზავრთა გადაყვანის არახელსაყრელი ტარიფები მოქმედებს ,რის გამოც ისინი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან.

კერძოდ, მძღოლების თქმით, კომპანიისთვის მაღალი პროცენტის გადახდა უწევთ ,რაც მათ ყოველდღიურ შემოსავალზე უარყოფითად აისახება.

როგორც “მაქსიმში” დასაქმებულები ამბობენ,კომპანია მათ  თბილისში მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობას არ აძლევს. ხოლო ,იმ შემთხვევაში თუ  მგზავრს, რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილება სურს, კომპანია გამოძახებას  თბილისელ ტაქსის მძღოლებს გადასცემს.

მძღოლების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება , პროტესტს არ შეწყვეტენ და მუშაობას არ განაახლებენ.