რუსთავში 29 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
Tv4-ის ინფორმაციით ,მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებში Tv4 -ს განუცხადეს ,პაციენტი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს,მას შემავალი ჭრილობა მუცლისა და გულმკერდის არეში აღენიშნებოდა. ცენტრალურ საავადმყოფოში პაციენტი დაახლოებით ერთი საათის წინ შეიყვანეს.
ამ წუთებში მამაკაცს ოპერაცია უტარდება.
მომხდართან დაკავშირებით,შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო,რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.