დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატმა გუშინ გვიან ღამით ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა.
ადგილობრივების თქმით, სოფლის ცენტრში სიტყვიერი დაპირსპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რა დროსაც გია ჭინჭარაულმა მამაკაცების მოგერიება ცივი იარაღით მოახერხა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.