დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა განსხვავებულად ჩატარდა. მრევლის ნაწილმა პირბადეებზე და დისტანციის დაცვაზე უარი თქვა .
სამებაში მსახურება მიტროპოლიტმა შიომ ჩაატარა.
“ინდივიდუალურია და რწმენის საკითხია. მე რწმენით ვიყავი შემოსული, მაგრამ ახლა ვაპირებ, რომ გავიკეთო პირბადე და დავემორჩილო წესებს,” – განაცხადა ერთ-ერთმა მრევლმა.
დღეს სულთმოფენობის დღესასწაულია, წმინდა სამების დღე.
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდა.