სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა

რუსთავი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ გენერალ სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას საქმეზე, განაჩენი გამოაცხადა.

სასამართლომ გიორგი ჭანტურია წარდგენილი ორი მუხლიდან დამნაშავედ მხოლოდ იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ცნო,რისთვისაც ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

რაც შეეხება გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილს, გიორგი ჭანტურია რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამართლდა.

დაცვის მხარე , რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. 

ცნობისთვის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესები წელიწადი და 10 თვე მიმდინარეობდა.სამსონ ქუთათელაძე, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში 2018 წლის 15 იანვარს ნახეს მოკლული. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გიორგი ჭანტურია, აღნიშნულ საქმეზე, სამართალდამცავების მიერ, მოწმის სახით იქნა გამოკითხული. რვა თვის შემდეგ, 7 აგვისტოს ღამით კი ის რუსთავში დააკავეს. სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები იქნა ამოღებული. სისხლის სამართლის საქმე გიორგი ჭანტურიას მიმართ, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით აღიძრა.