თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებული 14 ახალი შემთხვევიდან ხუთის ინფიცირების წყარო უცნობია.
მისივე თქმით, მთლიანობაში 10 პირია, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია.
„14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 5 საკარანტინო სივრციდანაა, ესაა შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, ერთია სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან და 5 არის დაუდგენელი წყარო. მათთან გრძელდება ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევები…
თუ დღევანდელ ხუთ პირს, კიდევ დავამტებთ წინა დღეებში დაფქისირებულს, ჯამურად ხუთი იყო, დაახლოებით 10-მდე არის ასეთი, თუმცა შეიძლება, რომელიმეს წყარო დადგენილი იყო წინა ეპიზოდებში და ჩემთვის არის უცნობი ჯერჯერობით, მაგრამ თუ დაუდგენელი დარჩა, ასეთი არის 10“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.