საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 808-მდე გაიხარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 663-ს შეადგენს.

UPDATE: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დღეს დადასტურებული სამი ახალი კოვიდინფიცირებულიდან ორი სატვირთოს ავტომობილის მძღოლია, ერთი კი, საკარანტინო სივრციდან არის.

„ამჟამად კოვიდცენტრებში მკურნალობს 132 პაციენტი, რაც ინფიცირებულების 16%-ია მხოლოდ. სამივე არის შემოტანილი, ორი აქედან სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ერთი კარანტინიდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 2955 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.