საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში COVID19-ის 818 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 686-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 2902 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.