საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ამ დროისთვის 822-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 4-ით გაიზარდა. ქვეყანაში COVID19-ისგან სულ 690 ადამიანი განიკურნა, 13 კი – გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3124 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 279 პირი.