საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 827 შემთხვევაა დადასტურებული.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ხუთივე შემთხვევაში დაინფიცირების წყარო უცნობია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კორონავირუსის დღეს დადასტურებულ ხუთ ახალ შემთხვევას სავარაუდოდ, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.
მისივე თქმით, კვლევა მიმდინარეობს, თუ სად მოხდა დაინფიცირება.
„სავარაუდოდ დამოუკიდებელი შემთხვევებია და ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, მაგრამ სად მოხდა მათი ინფიცირება, ჯერ კვლევაშია“, – განაცხადა ზახაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3 230 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285 პირი. საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.