საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 843-მდე გაიზარდა.
ექვსი ახალი შემთხვევიდან ყველა მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც რესპუბლიკური კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დადასტურებული ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი კლინიკაში ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანეს, ორი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანია და დანარჩენი ცხელების ცენტრიდან შეყვანილი პაციენტია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
საქართველოში კორონავირუსისგან 697 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, 13 კი – გარდაიცვალა.









