საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 703-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა და ამ დროისთვის კორონავირუსის 851 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 703 გამოჯანმრთლდა, 14 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 2795 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.