საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა. ამ დროისთვის ქვეყანაში COVID19-ის 864 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.მის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

864 დადასტურებული შემთხვევიდან 703 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2 795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი.