საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჯამში 724-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 შემთხვევაა დადასტურებული საიდანაც 724 გამოჯანმრთელდა, 14 კი – გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 2 710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.