საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 895 დადასტურებული შემთხვევაა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორი ახალი პაციენტიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს, ხოლო მეორე იმპორტირებული შემთხვევაა.
მისივე თქმით, ახალი პაციენტებიდან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.
მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ აღნიშნულ პაციენტთან დაავადების პროგრესირება მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან მცირე კლინიკური ნიშნები აქვს გამოხატული.
რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რომლებიც ინფექციურში მკურნალობენ, ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკას ძირითადად საშუალო და მსუბუქი პაციენტები ჰყავს.
„გუშინ იყო 893 შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ ორი და გახდა 895. გამოჯანმრთელებულებიც დაგვემატა ორი და ამჟამად არის 741. ორი ახალი შემთხვევიდან ერთი არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო მეორე შემოტანილი შემთხვევაა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2855 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.