საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 898-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 752-ს შეადგენს. საქართველოში კორონავირუსის შედეგად, 14 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 2 891 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 256.