საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 911-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდინფიცირების 911 შემთხვევაა დადასტურებული. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას  განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო სივრციდანაა, ერთის წყაროს მოძიება კი გრძელდება.

„გუშინ იყო 908 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ სამი ახალი და ამჟამად არის 911 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები შვიდით გაიზარდა და გახდა 768. სამი ახალი შემთხვევიდან ორი არის საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი შემთხვევა, ერთი ახალი შემთხვევის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება წყაროს მოძიების თვალსაზრისით“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 129 პაციენტი აგრძელებს მკურნალობს.

ქვეყანაში კორონავირუსისაგან 761 ადამიანია გამოჯანმრთლებული. COVID19-ის შედეგად, საქართველოში სულ 14 პირი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 2 662 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 255 პირი.