საქართველოში კორონავირუსისგან 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 771-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე აცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 914-ს შეადგენს. საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2 744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 პირი.