საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა. ქვეყანაში სულ კორონავირუსით ინფიც ირების 917 დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 776-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 პირი.