საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების სულ 926 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 6-ით გაიზარდა. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 791-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 2 819 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 230 პირი.