საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 908 შემთხვევაა დადასტურებული.
UPDATE: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღე-ღამეში გამოვლენილი 2 ახალი ინფიცირების შემთხვევიდან ორივე შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. პაციენტები საკარანტინო სივრციდან არიან.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად კოვიდცენტრებში 133 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 761-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 2 710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.