საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა. ამ დროისთივს ქვეყანაში “კოვიდ19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 801-ს შეადგენს. ვირუსული ინფექციისაგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთლდა და ამ დროისთვის მათი რიცხვი 644-ს შეადგენს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 144 პაციენტი მკურნალობს.
„ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში მხოლოდ144 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე თითქმის სამნახევარჯერ უსწრებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი უკვე 80 პროცენტზე მეტია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2 424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.