საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ 10 პაციენტი კი ვირუსული ინფექციისაგან განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 796 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 634 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ამასთან COVDI19-ის შედეგად ქვეყანაში 12 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 2 508 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 300 პირი.