თბილისში, დიდუბის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა. ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვენილი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.