სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს ამოწმებს, რომელთა ნიმუშებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან და აგრარული ბაზრებიდან იღებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის შემოწმებულია ხილისა და ბოსტნეულის 258 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 14 ნიმუშში, რასაც სააგენტოს მხრიდან მოჰყვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, კერძოდ, სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა და რეალიზაციის აკრძალვა.
უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს ნიტრატების შემცველობაზე ხილისა და ბოსტნეულის 650 ნიმუშს აიღებს.