სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 12 364-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში “კოვიდ19”-ით 7 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 190-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთლდა 3 720 ადამიანი.