გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობთ, სოფელ მარტყოფში მცხოვრებ, მოწყვლადი კატეგორიის 50 ოჯახს სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცა.
სოციალური აქცია საქველმოქედო ორგანიზაცია- ფონდი „მომავლისათვის“ ორგანიზებით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
ფონდი „მომავლისათვის“ საქართველოს მასშტაბით შეჭირვებული ოჯახების დახმარებას უკვე მეხუთე წელია ახორციელებს.