სოფელ მუშევანში გამოკვლეული 66 პირის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან ლუგარში გაგზავნილი 66 ბიოლოგიური საკვლევი მასალიდან  კოვიდ19 არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს ბოლნისის მერიაში დაუდასტურეს. 

მუშევანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთადერთი სოფელია, რომელიც ვირუსის გამო ჩაკეტილია და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა.  სოფლის მასშტაბით სულ „კოვიდ19-ის” 80 შემთხვევა ფიქსირდება.