რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, რუსთაველი მუსიკოსების ინიციატივით, სოციალური აქცია იმართება. აქცია რუსთაველი 7 წლის ნატალის ბლიაძის დასახმარებლად იმართება, რომელსაც უმძიმესი დიაგნოზი ოსტეოგენული სარკომა დაუდგინდა.
პარკში მოსულ სტუმრებს სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა აქვთ.
სოციალურ აქციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო შეუერთდა.
ვრცელდება 7 წლის ნატალი ბლიაძის ოჯახის წევრების ანგარიშის ნომერი, სადაც სურვილის შემთხვევაში ქველმოქმედების გაღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
საბანკო რეკვიზიტები: № GE58LB0711173776535001 თინათინ ალადაშვილი(დედა) №GE95TB7767645064300011 თამარ ალადაშვილი(დეიდა).
ასევე, შეგიძლიათ დარეკოთ ნებისმიერი ოპერატორიდან 0 901 700 177